აზერბაიჯანის, ან სომხეთის ხელისუფლების პირველი პირების ჩამოსვლაზე, რომ არაფერი იცის, არა თუ პრეზიდენტმა, არამედ მოქალაქეებმაც, ეს ცუდად მეტყველებს მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებებზე,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„როცა აზერბაიჯანის ან სომხეთის ხელისუფლების პირველი პირები ჩამოდიან და ამის შესახებ არაფერი იცის წინასწარ არა თუ საქართველოს პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნების მოქალაქეებმაც, ეს ცუდად მეტყველებს სტუმარი თუ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებებზე. 
შეუძლებელია, რომ დემოკრატიული ევროპული ქვეყნის რომელიმე პრეზიდენტი ჩამოვიდეს საქართველოში და ეს წინასწარ არ იყოს ცნობილი. თუ ჩვენი მხარე დამალავს, ამას აზრი ეკარგება, რადგან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს დასავლელი ლიდერები ყოველთვის აყენებენ საქმის კურსში თავიანთი გეგმების( ვიზიტების) შესახებ“, - აცხადებს გოცირიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:  სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში