არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ალპინისტივით ფეხით მიადგა სტუმრად ბიძინა ივანიშვილს, თანაც ძაღლით. ის ძაღლი ზვიგენს რომ შეეჭამა? - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ "მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფეხით გადაადგილდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია მდებარეობს:
ერთი რამ ვისწავლე კარგად, მყვირალა ამბებიდან აბსოლუტური უმრავლესობა ის არის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ალპინისტივით ფეხით მიადგა სტუმრად ბიძინა ივანიშვილს, თანაც ძაღლით. ის ძაღლი ზვიგენს რომ შეეჭამა?:)
უფრო მგონია, რომ ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობს და შეთქმულების კონსპიროლოგიაც ამუშავდა. ისე, სხვაგან ვერ იპოვა სავარჯიშო ადგილი? - წერს რომან გოცირიძე.