"არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ქვაკუთხედი დემოკრატიისა. იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ ლიდერები, მათი ხმა ითვლება და ეს არის შანსი მოქალაქეებმა უნდადემოკრატიისა, რომ აჩვენო, თუ ძლიერები არიან ისინი. სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯისა, რაც ევროკავშირმა გაწერა და რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეს." - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, "ღამის კურიერის" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
"სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გვინდა ჩვენ ყველას, რომ ვნახოთ საქართველოში და აშშ მხარს უჭერს ამ პროცესს. ვთანამშრომლობთ საარჩევნო კომისიასთან, ასევე, გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან. გარდა ამისა, ეუთო/ოდირთან. ვესაუბრებით სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მმართველ პარტიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ნამდვილად ველოდებით იმას, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანი ლიდერის არჩევა," - განაცხადა რობინ დანიგანიმ.