საქართველოში კვლავ შეფასებების თემაა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხი და შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.

"ჩვენ ვიცით ვენეციის კომისიის საქართველოსთან დამოკიდებულება. ეს არის პოლიტიკური იარაღი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ სწორად მიმაჩნია, [აშშ-ის მხრიდან] ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენმა ქვეყანამ ამიტომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი, რადგან მსგავსი ორგანიზაციები, განსაკუთრებით "ენჯეოები" და მედია, რომელიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა მიზნებით და ახორციელებდნენ არეულობას და, ზოგადად, თავს მოხვევას გარე ძალების ინტერესების, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ასეთი ორგანიზაციები არის ფუჭი და არ იქნას გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა რიმა ბერაძემ. 

საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვების შესახებ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე განმარტება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მარკო რუბიოს განცხადებაში წერია, რომ 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მფლანგველ, უეფექტო და მავნე ორგანიზაციებად იყო მიჩნეული და მათი საქმიანობა ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.