ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყოს და ისინი ფსონს სწორედ ამაზე დებენ. მათ სხვანაირად წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ. ამიტომ ცდილობენ, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენონ, თუმცა საკუთარი ქმედებებით საკუთარი თავის ოდიოზურ ლუსტრაციას უფრო მეტად ახდენენ. საზოგადოება არჩევს, ვინ როდის არის ფარისეველი და გულწრფელი. ოპოზიციისთვის ფარისევლობა სავიზიტო ბარათად არის ქცეული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.