ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ ინიციატივას „გრანტების კანონის“ შესახებ გამოეხმაურა.
რატი იონათამიშვილი განმარტავს, რომ ეს კანონი ეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარონ.
„ვნახეთ, რომ გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი. ეს არის პროცესი, რომელსაც მუდმივად სჭირდება სიფხიზლე, რადგან სხვადასხვა ძალა ეწევა ისეთ გზას, რომ კანონის გვერდის ავლით, ქართულ პოლიტიკაში შავი ფული შემოვიდეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ამიტომ ეს არ დაიშვება.
არგუმენტები, რომელიც ახლა გვესმის, ყველაზე მეტად იმას აჩვენებს, რომ მათ მხარეს არანაირი არგუმენტი არ არის და ისევ სიცრუითა და დეზინფორმაციით უნდათ ფონს გასვლა. ერთი გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული კანონი, და მეორე ახლა ეს ეხება ყველა მოქალაქეს. ეს ეხება კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარონ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. გრანტის მიღება ყველას მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს. საქართველოს მთავრობის ნებართვა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს








