ახლა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალკეული მაღალჩინოსნები გამოდიან კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ აქციაზე და ამბობენ, რომ 2003 წლამდე საქართველო არ არსებობდა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"კეზერაშვილი BBC-ის დოკუმენტურ ფილმში მხილებულია ევროპელი პენსიონერების საუკუნის ძარცვაში, რომელიც მილიარდ დოლარს შეადგენს.

მისტერ ოფშორს” აშშ-მ დაადო სავიზო სანქცია ფულის უკანონო მოპოვებისა და გათეთრების მოტივით. ახლა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალკეული მაღალჩინოსნები გამოდიან კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ აქციაზე და ამბობენ, რომ 2003 წლამდე საქართველო არ არსებობდა. საკუთარ ქვეყნებში რომ დაბრუნდებიან, რა პასუხს გასცემენ ისინი საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებს და პენსიონერებს? რატომ ახალისებენ იმ კრიმინალს, რომელმაც ითაღლითა, გაძარცვა ეს პენსიონერები და სიბერე გაუმწარა მათ? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არის უჩა აბაშიძის მორალის ხალხი და პოლიტიკური უმცირესობის სახე! მაგრამ მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარი პენსიონერების მიმართ, რომ მათგან ნაძარცვი ფულით დაფინანსებულ აქციაზე იდგნენ! "- წერს რატი იონათამიშვილი.