დანაშაულების ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და მძიმე დანაშაული პენსიონერების ძარცვაა, რასაც „ქოლცენტრები“ აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პენსიონერები საქართველოს მოქალაქეები არიან თუ სხვა ქვეყნის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ეს ამორალური დანაშაულია.
„ვინც ამ დანაშაულს ჩადის და შემდეგ სხვებს მორალს უკითხავს, ეს აჩვენებს, ამ დანაშაულის უკან როგორი ამორალური ხალხი დგას. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. რაც შეეხება ელისო კილაძის ბრალდებებს, ევროძალები ცდილობდნენ, რომ მამუკა მდინარაძისთვის ცილი დაეწამათ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს, რადგან როცა ადამიანი პირნათელი და სუფთა რეპუტაციითაა, რა თქმა უნდა, მისთვის რაღაცის დაბრალებისას ოპონენტები უსუსურები არიან. ეს კარგად ამ საქმეშიც ჩანს. რა თქმა უნდა, ცილისწამება მხოლოდ სამართლებრივი დანაშაული არ არის, მორალურად ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება, ადამიანმა ჩაიდინოს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანის მხილება ყოველ ჯერზე მოხდეს. ეს ადამიანები საკუთარ ცილისწამებაში არიან დაკარგულები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.







