ჩვენ პირველივე დღეს გვაქვს ოთხი მედალი, აქედან ერთი ოქროსი, - ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამ წარმატების უკან სპორტსმენებისა და მწვრთნელები ძალიან დიდი შრომა და სამინისტროს ხელშეწყობა დგას.
"ჩვენ გვყავს მსოფლიოში უძლიერესი პარა-ძიუდოს ნაკრები და დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. ჩვენ პირველივე დრეს გვაქვს ოთხი მედალი, აქედან ერთი ოქროსი. ამ წარმატების მიღწევების უკან, რა თქმა უნდა, დგას ერთის მხრივ, ძალიან დიდი შრომა, რომელსაც ჩვენი პარა სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დებენ. მეორეს მხრივ, ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს სპორტის სამინისტროსგან აქვს პარაოლიმპიურ მოძრაობას. ერთობლივი მუშაობით დღითი-დღე ვაუმჯობესებთ ჩვენს შედეგებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 27 ქვეყნის 182 პარა ძიუდოისტმა მიიღო. ტურნირზე საქართველოს ნაკრების 13 პარა ძიუდოისტით წარსდგა. თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. ასპარეზობის სასტარტო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის. საბა ბაღდავაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი გამჯაშვილი, ზურაბ ზურაბიანი და ლევან გუგავა ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.










