საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მოუმართავს.
„ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ამას გიდასტურებთ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოში სასჯელს უკრაინის დაახლოებით, 40-მდე მოქალაქე იხდის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.
კითხვაზე, ყოფილა თუ არა უკრაინის სხვა მოქალაქეების ექსტრადირების ფაქტი, მინისტრი პასუხობს:
"ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი მრავალ სახელმწიფოსთან და შესაძლებელია, ყოფილა კიდეც ექსტრადირება. ვერ ვიხსენებ, ვერ გეტყვით ამის შესახებ", - განაცხადა ბრეგაძემ.