აშშ-ში მოქმედი კანონის წყალობით ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ სწორედ მსჯავრდდადებულ სააკაშვილს და მის პარტიას ჰქონდათ მილიონდოლარიანი კამპანია ნაწარმოები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

"როდესაც ვინმეს აცხადებენ ხალხის, ქვეყნის მტრად. ინფორმაცია, რაც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს არის სრულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული. საბჭოთა მეთოდები იყო საკმაოდ წარმატებული, როცა ცდილობდნენ, მტრის ხატის შექმნას რომელიმე ქვეყნისგან ან ადამიანისგან. ასე აგრძელებს მოქმედებას კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებოდეთ არასწორი ინფორმაცია, მათ შორის ოპოზიციისგან. იგივე იყო სააკაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც საუბარი იყო, თითქოს აწამებდნენ და ა.შ. თუმცა საბოლოოდ სიმართლე დამტკიცდა ყველა სამართლებრივ დონეზე. იგივეა აქაც“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოხატვის თავისუფლებას ბოროტად იყენებს.

„ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას საკუთარი სახელმწიფო წინააღმდეგ. სწორედ აშშ-ში მოქმედი კანონის წყალობით, ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ სწორედ მსჯავრდადებულ სააკაშვილს და მის პარტიას ჰქონდათ მილიონდოლარიანი კამპანია ნაწარმოები საქართველოს წინააღმდეგ. ასევე, ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. შესაბამისად, არ გამორიცხოთ, ცოტა ხანში, როცა ორგანიზაციები დეკლარირებას მოახდენენ, მათ შორის ამერიკაშიც, გამოვლინდეს, რომ ეს კამპანიაც დაფინანსებული იყო რომელიმე დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში“, – განაცხადა ბრეგაძემ.