"მთავარი პრობლემა, მე მგონი, თუ რამეში მდგომარეობს, არა ის, რომ დავადგინოთ "ქართული ოცნება" ევროპულია თუ არა, არამედ, ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე ხმამაღლა ვინც ყვირის, რომ ევროპელები ვართო, სამწუხაროდ, არ არიან ასეთები, არ ასხივებენ ამას" - ამის შესახებ "გირჩის"ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"მე, ზოგადად, მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს იმ გაგებით, რომ "ქართული ოცნება" არ არის პროევროპული ძალა იმ გაგებით, რომ ყველაფერი რაც დაგვემართა ევროპელებთან ურთიერთობაში, ყველაფერი "ქართული ოცნების" ინიციირებული იყო - დაწყებული იმით, რომ არ ჩატარდა სასამართლო რეფორმა და დამთავრებული აგენტების კანონით და ა.შ. მაგრამ, მეორე მხრივ, მთავარი პრობლემა თუ რამეში მდგომარეობს არის ის, რომ ოპოზიციაში "ფეიკ" პარტიები მოძრაობენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა შეიძლება ყვირიან, ევროპელები ვართო, მაგრამ არაფერი მათ ქმედებებსა და განცხადებებში ევროპელობას არ ჰგავს. მაგალითად, "ახლები," გვარამიას პარტია, რომლის ტელევიზიაშიც გაჩაღებული ცენზურაა წლების განმავლობაში და, რომელიც ყველაზე ბინძურ მეთოდებს მიმართავს პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირებაში... იგივე შეიძლება ვთქვათ "ლელოზე." მაგალითად, ასევე, გახარიას პარტია არითმეტიკას არ აღიარებს და ფაქტობრივად, ისე გადის არჩევნებზე მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ დებატები არ ჩატარებულა. რომელი ევროპელი გაიგებდა იმას, რომ გადამწყვეტი არჩევნებია და დებატები არ ტარდება? მესმის "ქართული ოცნება" გაურბის ამ დებატებს, მაგრამ ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პროევროპულები ვართო, დებატებს როგორ უნდა გაურბოდნენ?! - მთავარი პრობლემა, მე მგონი, თუ რამეში მდგომარეობს, არა ის, რომ დავადგინოთ "ქართული ოცნება" ევროპულია თუ არა, არამედ, ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე ხმამაღლა ვინც ყვირის, რომ ევროპელები ვართო, სამწუხაროდ, არ არიან ასეთები, არ ასხივებენ ამას. ამიტომ ქართველ ამომრჩეველს მართლა სერიოზული არჩევანი აქვს გასაკეთებელი, არა მხოლოდ მარტივი, "ქართული ოცნება" მინდა არ მინდა, ამიტომ ამ ნაწილში "გირჩი" ერთადერთი პროდასავლური პარტიაა, რომელიც არც დებატებს გაურბის თავისი გეგმებითა და პოზიციებით, ღრმად პროდასავლურია და ამიტომ, იმედია, ქართველი ხალხი ამას დააფასებს," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.