არ მგონია, არჩევნებზე რამე ორიგინალური მოხდეს, ყველა ველოდებით, რომ ისევ მმართველი პარტია იქნება მმართველი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ოპოზიცია ვერ მოასწრებს, შეიძინოს მოსახლეობის მხრიდან ის ნდობა, რომელიც მის რამენაირ წინსვლას უზრუნველყოფს“, –  თქვა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, მმართველი პარტია გაიყოს და თავისი განაყოფით ოპოზიციური ფრთა გააკეთოს.

„შეიძლება, მივიღოთ ორი პოზიციის მატარებელი პარტია ერთი ჯგუფიდან. ეს არაერთხელ მომხდარა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიცია გაუჩენია. ეს ახლა მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად. ოპოზიციის დონე ნელ-ნელა ძალიან დაბლა იწევს. არის რეპლიკები, შეფასებები, რაღაც ტალახის წინ და უკან ტარება და ოპოზიციის დონე მოსახლეობის დონესაც წევს დაბლა. ამიტომ აღარ არის იმის დრო, რომ პოლიტიკის გაუფასურების პროცესი თავისუფლად მივუშვათ. ეს მერე ქვეყანას დაუბრუნდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.