ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თითქმის, გამორიცხულია - ჩვენ ერთპარტიულობისთვის ვართ განწირულები , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

„ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თითქმის, გამორიცხულია. ერთი პარტიის მომხრე, მეორე პარტიის გვერდით არ დადგება. გახარიას მომხრე „ნაცების“ გვერდით დადგება? მათ ერთნაირი ამომრჩეველი არ ჰყავთ და ვერ გაერთიანდებიან.

ჩვენ ერთპარტიულობისთვის ვართ განწირულები. პარტიებს ბარიერი გადალახული აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვინ იღებს? იღებს ერთი პარტია. კიდევ უფრო გაგრძელდება ეს ტენდენცია - გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი პარტია. ეს ერთპარტიულობაა.

ოპოზიციამ ერთად, რომ გადალახავს ბარიერს, გგონიათ ეტყვიან, რომ თქვენ დააკომპლექტეთ მთავრობაო? მთავრობის დაკომპლექტების პრიორიტეტი, ხომ იმას აქვს, ვისაც მეტი ხმა ექნება. ყალბი მიზანია გავერთიანდეთ და კოალიციას გავაკეთებთ. ვერ გააკეთებენ, ცოტანი არიან“, - განაცხადა საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.