თავის დროზე, რევოლუციური პროცესების ძირითადი ინსტრუმენტი იყო პოლიტიკური პარტიები, კლასიკური ფორმით მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა და რევოლუციურ პროცესებს, ერთ შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგნენ მედიის წარმომადგენლებიც კი. ამ შემთხვევაში, მედია პირობითია და იცით, ვისაც ვგულისხმობ. შემდეგ უკვე სათავეში ჩაუყენეს ენჯეოები, - ამის შესახებ საქარტველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რევოლუციური პროცესების მთავარი ინსტრუმენტი ენჯეოები გახდა.
"თავის დროზე, რევოლუციური პროცესების ძირითადი ინსტრუმენტი იყო პოლიტიკური პარტიები, კლასიკური ფორმით მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა და გახსოვთ, რომ რევოლუციურ პროცესებს, ერთ შემთხვევაში, სათავეში ჩაუდგნენ მედიის წარმომადგენლებიც კი. ამ შემთხვევაში, მედია პირობითია და იცით, ვისაც ვგულისხმობ. შემდეგ უკვე სათავეში ჩაუყენეს ენჯეოები. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ენჯეოები გახდა რევოლუციური პროცესების მთავარი ინსტრუმენტის წარსამართად და შემდეგ, ენჯეოებიც გაცვდა... ამას მოგვიანებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებაც დაემატა USAID-ის და NED-ის დახურვის თაობაზე, რამაც შეზღუდა დაფინანსება. ამას დაემატა გამჭვირვალობის კანონი. კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს საზოგადოებისთვის, რომ თქვენ გახსოვთ, რამხელა ფარსში ვცხოვრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში. სრული ფარსი - ენჯეოებს უწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. არავითარი კავშირი არ აქვს ამ ცნებასთან, ჯერ ერთი, სამოქალაქო საზოგადოება არის აბსურდი, როგორც ტერმინი. გამოდის, რომ არსებობს არასამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო და საზოგადოება ერთგვარი სინონიმებია. მერე, როგორ შეიძლება, ვინმეს დაარქვა, თუნდაც ერთ ადამიანს, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, არასამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება, თავიდან ბოლომდე, თავისი შინაარსით, არის სამოქალაქო და იყო რამდენიმე ენჯეო, ჩაკეტილი წრე, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტი და ამათ უწოდებდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ ათასგვარ რამეს. ეს იყო ფარსი, რომელშიც ვცხოვრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.