საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის მორიგი ანგარიში ალბათ წინას მსგავსი იქნება.

 "ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მორიგი ანგარიში ალბათ წინას მსგავსი იქნება, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა კობახიძემ.