ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად აქციოს.

"კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ეკოსისტემები და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.