საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.
„ეს კვლევა საინტერესოა და ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ - საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება,“- აღნიშნა პრემიერმა.








