თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა პრემიერმა.