მიხაილ როთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი საქართველოში ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას რეპუტაცია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როთი ცდილობდა, საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართულიყო, თუმცა არ გამოუვიდა.

 „ეს ადამიანი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა, ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას არ ვიცი,“- განაცხადა პრემიერმა.