საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.

 „პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და მინდა მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. ძალიან დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.