ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი წაიკითხეთ, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე, მაგრამ აი მორიგი მაგალითი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.

„გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს ათასივე წავა ციხეში, -  განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის,

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. "ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.