მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ოპოზიციის რესურსი არის განულებული.

 „მთავარი ის არის, რომ მათი რესურსები გავანულეთ. ძალადობრივი და ყველანაირი რესურსი არის განულებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებენ ისინი დემოკრატიულ პროცესს. მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც“, - განაცხადა პრემიერმა.