საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური  თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს.



“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.