გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს.
„ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე „ნაციონალურ“ პოლიტიკურ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 5 თებერვალს პარლამენტმა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტპ არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური გაერთიანებიდან სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
მათ შორია არ არიან "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენლები, რომლებიც ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა: ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება - ბანერებზე გამოკიდება ვერ წარმომიდგენია, რომ სერიოზული პოლიტიკაა
რაზედაც ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა: "რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!"