დღეს გვქონდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერთან მიახლოების საშუალება და, მართლაც, ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
„დღეს გვქონდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერთან მიახლოების საშუალება და, მართლაც, ძალიან ემოციური იყო ეს ჩემთვის. ეს არის უნიკალური ხელნაწერი, პალიმფსესტი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და ეს გახლავთ უდიდესი საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეიძინა ეს საგანძური ჩვენი ქვეყნისთვის და გადასცა ქვეყანას ეს უნიკალური ხელნაწერი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის იყო ყველაზე მეტად მიმართული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაზე და ქველმოქმედების ეს აქტიც არის ზუსტად ამის გამოხატულება - მან შეიძინა ქვეყნისთვის ის უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ უნიკალური საჩუქრისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.