ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ჩვენი წესდების თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა. ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რასაც პოლიტსაბჭომ მხარი სრულად დაუჭირა.