„ამერიკელებს ორი მთავარი კითხვა ჰქონდათ - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? „რუსული ოცნების“ გადმოსახედიდან არის კი აშშ სტრატეგიული პარტნიორი? სამწუხაროდ, ეს შეკითხვა ბოლო წლებია გაჩნდა ყველა კაბინეტში, ყველა დერეფანში, მათ შორის ვაშინგტონში, ბრიუსელშიც.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დრო, რესურსები ჩადეს საქართველოში, საქართველოსთან ურთიერთობაში, ამ ურთიერთობების გეოსტრატეგიულ განზომილებაში განმტკიცებისათვის და ასევე ზედმიწევნით კარგად ხედავენ, თუ რა განწყობა აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტიც - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? „რუსული ოცნების“ გადმოსახედიდან არის კი აშშ სტრატეგიული პარტნიორი? სამწუხაროდ, ეს შეკითხვა ბოლო წლებია გაჩნდა ყველა კაბინეტში, ყველა დერეფანში, მათ შორის ვაშინგტონში, ბრიუსელშიც.
ისინი დასავლეთიდან უყურებენ ორ მთავარ განზომილებას - ან ხარ გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, შენი რეგიონული ძლიერი გავლებებით, შენი სამხედრო გავლენებით, როგორც არის შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, ან შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ხარ თანხვედრაში შენი დემოკრატიული ფასეულობებით ან ორივე ერთად.
საქართველოს შემთხვევაში ორივე ამ განზომილებით ავცდით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობდა 90-ან წლებშიც კი, განსაკუთრებით კი განმტკიცდა მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ბოლო 10-11 წლის პერიოდი იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ჩვენ სწორედ სხვა საკითხებთან, არჩევნებთან, ეკონომიკურ შესაძლებლობასთან ერთად გვიწევდა ამ ორ მთავარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს და მომავალშიც ამას გავაგრძელებთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში და მომავალ წელს ეს აუცილებლად ასე მოხდება, დემოკრატიული ფასეულობების კუთხითაც, ასევე გეოპოლიტიკური სტრატეგიული მიმართულებით საქართველო დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რომელზედაც ის როგორც წინა ორი ათეული წლის განმავლობაში იყო.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა