"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავა  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლას სოციალურ ქსელში აფასებ და წერს:

"ჯერ ვერ ბედავს პირდაპირ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე ღია განცხადების გაკეთებას (ელენეს შიმშილობის და სინსიდის პატიმრების და მათი ოჯახების განწყობის ფონზე), ამიტომ შორიდან გვაპარებს... არც არჩევნებია გამოსავალი და არც ბოიკოტიო მეხუთე პრეზიდენტია, თუ სათითურებიანი შულერი?" - წერს პეტრე ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეები უკვე 7 თვეზე მეტია იკრიბებიან და ოპოზიციონერი ლიდერებისგან სამოქმედო გეგმას ითხოვენ,

ექსპრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის მონაეილეებ და განაცხადა -  გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა.  გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა