დიპლომატიური პასპორტების გადაწყვეტილებაზე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება 27 წევრ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, იმას, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, თავისი შედეგები აქვს.

„მართალია, ზოგჯერ ჩვენ ძალიან ნელა ვმოძრაობთ, მაგრამ ჩვენ გადამწყვეტად ვმოქმედებთ. ძალიან ვწუხვარ რომ ვამბობ, ყველა ამ უარყოფით მოვლენას, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, აქვს თავისი შედეგები და ექნება შედეგები“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.