ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვინც დგას ქუჩებში ყოველ ღამეს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, არის შემდეგი: არ დაკარგოთ იმედი. თქვენი ხმა ისმის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შოკის მომგვრელია ამდენი ძალადობა, სისასტიკე, რომელიც მიმართულია ქალების, ახალგაზრდების წინააღმდეგ.

„დღეს დილით მე შევხვდი ადამიანის უფლებათა დამცველებს, ისინი აღწერენ სისასტიკის საზარელ, შოკის მომგვრელ სცენებს, რომ ადამიანებს არასათანადოდ ეპყრობიან დაკავების შემდეგ, მათი თქმით, ეს არის წამების ტოლფასი. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ და ორგანიზატორები გასამართლდნენ. ნამდვილად სავალალოა, რომ პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, და რაღაც კრიმინალების ბანდები, რომლებიც განუკითხაობას ჩადიოდნენ თბილისის ქუჩებში ორი დღის წინ და ჯერ არავინ დასჯილა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე,  „ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის, როდესაც ძალადობას მხოლოდ ერთ მხარეს გმობთ და პოლიციის მისამართით ძალადობის იგნორირებას ახდენთ? შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები“, – პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ არის საჭირო ფოტოების ჩვენება, მე ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას. ეს სრულიად მიუღებელია, თუმცა მთავრობას, ცხადია, აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რადგან პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებით. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ძალადობას“.