„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება 15 დეკემბერს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას. – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ევროკავშირის მხრიდან ეს ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კარები ევროკავშირის წევრობისთვის ღიაა საქართველოსთვის და საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ისარგებლოს ამით, რათა სწრაფად წავიდეს წინ საჭირო რეფორმების გასატარებლად. არსებობს სახელმძღვანელო ახლად გამოვლენილი ცხრა ნაბიჯის სახით. ვიმედოვნებთ, რომ წინსვლა რაც შეიძლება მალე იქნება არჩევნებამდე. არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. საჭიროა. რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეთ ევროკავშირს, რათა გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსის ბენეფიტები, რათა შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ და პროცესი დავაჩქაროთ. ჩვენ შეგვეძლება, აღვნიშნოთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, სხვადასხვა თავების დახურვა და შემდეგ საქართველოს სრულუფლებიანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.