ევროკავშირი არის ყველაზე მშვიდობიანი პროექტი ისტორიაში, ჩვენ ვდგავართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, რომ „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სურს პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-სთან, მაგრამ არა ომის ხარჯზე“.
ელჩის განმარტებით, ევროკავშირი ყველაზე მშვიდობიანი პროექტია ისტორიაში და ორგანიზაციას სურს, საქართველო ამ ოჯახის წევრი გახდეს.
„ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული, მშვიდობიანი პროექტი ისტორიაში. ჩვენ ვდგავართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის გვერდით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეღო ჩვენი კარები საქართველოსთვის. გვსურს, რომ საქართველო იყოს ჩვენი ოჯახის წევრი, გვსურს, რომ საქართველომ ერთად გადაწყვიტოს ჩვენი კოლექტიური მომავალი. ახლა ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა შემოგვიერთდნენ ,გახდნენ ევროკავშირის წევრები. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო არ გამოტოვებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსკიმ.