საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რის გამოც კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, სხდომაზე 15:00 საათისთვის გამოცხადდნენ.