საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. დეპუტატებმა რეგისტრაცია უკვე მეორედ გაიარეს, თუმცა კვორუმი ვერ შედგა.
რეგისტრაცია გაიარა 73-მა დეპუტატმა, სხდომის გახსნისთვის კი, საჭიროა 76 კანონმდებელი.
პლენარულ სხდომაზე იმყოფებიან „გირჩის“ წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია და ავთანდილ ენუქიძე.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი სხდომას არ ესწრება. მათ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.
ამ დროისთვის სხდომაზე გამოცხადებულია ხუთწუთიანი შესვენება, რის შემდეგაც ჩატარდება ხელახალი რეგისტრაცია.