საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა.
შესაბამისი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქეთევან ხუროძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მაია ბითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა, რის გამოც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.




