პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.
ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება, დაადგინოს გამონაკლისი ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. ასევე, კონკრეტდება თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია. წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, კონკრეტდება სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიღების ვადების ჰარმონიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტების მიღების ვადებთან.
კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.




