საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტში სტაჟიორების ახალი ნაკადის მიღება ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების შეძენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
სექტორს შესაძლებლობა ეძლევა კონკურენტულ შრომის ბაზარზე ნიჭიერი და პერსპექტიული კადრები შეარჩიოს და მომავალში დაასაქმოს“, - განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.
სტაჟირების პროგრამის მონაწილეები პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამთვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.




