საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიციირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.
საჯარო სამსახურში ხელფასების მატების ფონზე პარლამენტის წევრების გასამრჯელოს ადეკვატურად გაზრდის საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრების ფაქტობრივი ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რის გამოც საჯარო სექტორში დასაქმებულებთან, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან შედარებით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება არაპროპორციულად დაბალია. ეს დისპროპორცია გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ავტომატურად არ არის მიბმული საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალი კოეფიციენტები დაადგინა, პარლამენტმა, იმ მომენტში, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება შესაბამისობაში არ მოყვანა ახალ კოეფიციენტებთან, რის შედეგადაც, არსებული მდგომარეობით, პარლამენტის წევრებს აქვთ არა მხოლოდ სხვა უწყებების თანამდებობის პირებთან, არამედ თავად პარლამენტის აპარატში დასაქმებულ რამდენიმე ათეულ თანამდებობის პირთან შედარებით დაბალი გასამრჯელო.
ამ დისპროპორციის აღმოფხვრის და პარლამენტის წევრებისთვის შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ დაინიციირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, რომელიც მიხედვითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება 2025 წლის 1 იანვრიდან დაუახლოვდება, თუმცა სრულად არ აითვისებს, კანონით დადგენილ კოეფიციენტებს.
salary.pdf