2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 25 მარტს, რიგით მეოთხე სხდომას გამართავს.

"25 მარტს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა.

სხდომის დღის წესრიგშია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე; შპს „მაგნატი“) განხილვა. სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონი ჯემალ ლეონიძე (შპს „მაგნატის“ მესაკუთრე), მისი ადვოკატი ბატონი როინ მიგრიაული, ბატონები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე" - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.