პარლამენტის ბიუროს მიერ 2019 წლის თებერვალში დამტკიცებულ განრიგში ცვლილებებია.
საქმე ეხება დამტკიცებულ გეგმას პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენების შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში, 26-29 ნოემბერს ​საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 29-31 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15-18 ოქტომბერს წარდგებიან.