პარლამენტი 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა.




