საქართველოს პარლამენტი მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს იწყებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც, მთავრობის სტრუქტურას, ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კანონის პროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა.
პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს მიმდინარე კვირაშივე სამივე მოსმენით დაამტკიცებს. მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრის თანამდებობა მინისტრთა კაბინეტში ოფიციალურად გაჩნდება, ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერი იქნება.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.




