„ოცნების“ მხრიდან ორკესტრირებული ბრძოლა მიდის რუსეთთან ერთად და შეტევა ადამიანის ტვინებზე. ხოლო ამას ოპოზიცია ერთიანობას ვერ უპირისპირებს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ორკესტრირებული ბრძოლა მიდის რუსეთთან ერთად, მიდის დამუშავება და შეტევა ადამიანის ტვინებზე და რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია? სხვადასხვა ხმით, სხვადასხვა დღის წესრიგით, არანაირი კონსენსუსი არცერთ საკითხზე. ვეუბნებით „მიშა არ მოვკლათ... მოდით“, არ უნდათ. ვეუბნებით, „მოდით, ევროპამ მაინც გაგვაერთიანოს“, მაგრამ არა, ამბობენ, რომ „ჩვენთვის ახლა არის პარტიის გაძლიერებაა მთავარი“. კარგი, გააძლიერე პარტია, მაგრამ ევროპა როგორ უშლის ამას ხელს? არ მოდიან ამაზე. ვეუბნებით, მაშინ რაც გინდათ, გვითხარით თემა და მოვალთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.