მთავარი არის ის, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია და ხალხისთვის არანაირი სასიკეთო ცვლილებების მოტანა არ შეუძლია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ძალიან არ უნდა გაგვიტაცოს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხმა.
პირველი, იმიტომ, რომ ის არასდროს არსად წასულა. მეორე, მის დაბრუნებას არანაირი ელექტორალური ღირებულება არ გააჩნია. მესამე, ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით, ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება.
მთავარი არის ის, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია და ხალხისთვის არანაირი სასიკეთო ცვლილებების მოტანა არ შეუძლია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებულ კორუმპირებულ ჯგუფებს 12 წელი დაუსჯელად ეძარცვათ ხალხი.
ფაქტია, რომ ჩვენს მოქალაქეებში ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა დასული. ახლა მთავარი ამოცანაა, ეს უკმაყოფილება გადაიზარდოს ოპოზიციის მხარდაჭერაში, რისთვისაც ყველას ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რომლის გეგმაც და სტრატეგიაც “გამარჯვების კოალიციას” გვაქვს.
საქართველო იქნება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ გავაკეთებთ ხალხთან ერთად!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.