ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, როდესაც ერთმნიშვნელოვნად ცხადია, სიმართლე სად არის და შუაში პარალელის, ხაზის გავლება, რომ თითქოს, არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ მხარე, სამწუხაროდ, არჩეული ჰქონდათ, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადების კომენტირებისას.

გრიგოლიამ აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა, რა განცხადებას გააკეთებდა კაია კალასი ბერლინისა და პარიზის აქციების დარბევის ფაქტებზე.

„ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, როდესაც ერთმნიშვნელოვნად ცხადია, სიმართლე სად არის და შუაში პარალელის, ხაზის გავლება, რომ თითქოს, არც ერთ მხარეს არ ვიჭერთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ მხარე, სამწუხაროდ, არჩეული ჰქონდათ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც მათ მოუწევთ, ხალხის წარმომადგენლებთან საუბარი, რომელიც არის საქართველოს არჩეული ხელისუფლება.

პირველი განცხადებაა, როდესაც აღიარებენ, რომ მეორე მხარესაც არსებობდა პრობლემები, რადგან აქამდე საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ხდებოდა. თუმცა, ისინი ხვდებიან რეალობას, რომ ფიზიკურად არ არსებობს რესურსი, ოპოზიციურმა ძალებმა რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიონ ამ ფორმებით და ბუნებრივია, მათ მოუწევთ ურთიერთობების გაგრძელება საქართველოს ხელისუფლებასთან.

საქართველოს ხელისუფლებასთან ამ რადიკალური პოზიციიდან ურთიერთობის გაგრძელება ძალიან რთული იქნება და დაიწყება დათბობის პოლიტიკა“, - აღნიშნა გრიგოლიამ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მხარეებს დიალოგისკენ და ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.