მისი [პრეზიდენტის] ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ წყალში ჩაყრილია მისი ახლანდელი მოქმედებებიდან გამომდინარე. ვხედავთ ამ ადამიანის ორ სახეს - ერთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ებრძოდა და მეორე, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლიერებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მისი განცხადებები კოალიციურ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან დაკავშირებით, ელემენტარული პოლიტიკური უვიცობაა ან მის პირად ინტერესებს ემსახურება, რადგან ქართველი ხალხის ინტერესებს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს“, - აღნიშნა წილოსანმა.
სალომე ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მიზნით, კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას.