ნინო წილოსანი: „პუბლიკა“ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას - ამჯერად, ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები
ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას. მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება“, - წერს ნინო წილოსანი.