თავად აცხადებდნენ, რომ 4 ოქტომბრის პროცესებში მონაწილეობდნენ. მათ შორის, პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერს არ უარყოფდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ბაჩო ახალაიასა და მის მეუღლესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ ისინი პროცესებში კულუარებიდან მაქსიმალურად იყვნენ ჩართული.

„შესაბამისად, პირადად ჩემთვის არ არსებობს კითხვა, რომ ბაჩო ახალია და მისით ამაყი მეუღლე ამ პროცესში მონაწილეობდნენ. ყველანი ვხედავთ, რომ ისინი ამ პროცესით ამაყობდნენ, თუმცა, როგორც თავადვე აცხადებდნენ, ბუად გამოცხადებული ახალაიას საჯარო გამოჩენა არ იქნებოდა მომგებიანი. შესაბამისად, ისინი ამ პროცესებში კულუარებიდან მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომლებიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო. ვინაიდან წარუმატებლად დასრულდა, ახლა ყველას ვითომ სინანულის გრძნობა აქვს, რომ საჯაროდ არ ჩნდებოდა. რა წამს მათი გეგმა ასრულდებოდა, რა თქმა უნდა, ის პირველი გამოვიდოდა და ალბათ იტყოდა, მის სამზარეულოში როგორი პროცესები იგეგმებოდა. თავად ის ფაქტი, რომ არ უარყოფს, რომ სამზარეულოდან, ასე ვთქვათ, კულუარებიდან გულშემატკივრობდა და მონაწილეობდა ამ პროცესში, გვიჩენს მოსაზრებას, რომ მისი როლი აქტიური იყო და განსაკუთრებულად ძალადობრივი. ვინმეს ბაჩო ახალაია თუ ახსოვს, ალბათ იმ სისხლიანი უმძიმესი დანაშაულებით, რომლებიც მას აქვს ჩადენილი და, შესაძლოა, ყველა ვერ დაუმტკიცდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.