"ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია – შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, უფრო სწორად ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა" -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას 

შეგახსენებთ: აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.